გიორგი ცაგარეიშვილი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი სიმართლე

“დიალოგი გახსნილია და გაგახსენებთ საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას, რომელიც თავშივე გაჟღერდა, როცა დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი – მან მოიწვია სასაუბროდ ამ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ თავისი სიმართლე ყველას გააგონოს.

„სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს სიცრუის ნაკადში სიმართლის დაჭერა, აღმოჩენა და კონცენტრირება ამ სიმართლეზე. ეს სამწუხაროა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს სიცრუის ნაკადი მოიმატებდა, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და, ბუნებრივია, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი სიმართლე – შინაურსაც და გარეულსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ამ ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას მიზნისკენ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები