გურამ მაჭარაშვილი: მგონი, აღარავის სჯერა, რომ მეთიუ მილერი ობიექტურია, მის განცხადებას ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს

პარტია “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, მილერის განცხადებას ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს.

„მგონი, აღარავის სჯერა, რომ მილერი ობიექტურია. თურმე საქართველოში არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს და ეს დასაშვებია ამერიკაში. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკაში პოლიციელების მიერ აქციის ძალადობრივი დარბევა დასაშვებია და თურმე საქართველოში დაუშვებელია. ესაა ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, მილერის ამ განცხადებას, სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ვკითხულობთ: „წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები