რატი ბრეგაძე: ვისაც უნდა, რომ მუხტი ასწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი – ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ შედის საპროტესტო მუხტის გაღვივება

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე გუშინ ღამე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

„ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? რაზე ამბობთ ასე ხელაღებით? გითხარით, ვინმემ თავის თავი იცემა-თქო? არც ის ვიცი, თავის თავი იცემეს თუ სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. რა არის ამაში გაუგებარი?! გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა რაში სჭირდება, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ მათ შორის, ნებისმიერი დანაშაული გამოიძიოს. დარწმუნებული ვარ გამოიძიებენ კიდეც. პირველ რიგში, ყველა დაშავებულს მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო. მეორე, თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან. ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა. გამორიცხულია რომ ვინმე სხვას აწყობდეს? ვისაც უნდა რომ მუხტი ასწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი. ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება ან საპროტესტო მუხტის გაღვივება”, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები