გიორგი ვოლსკი – for.ge-ს აუდიოჩანაწერებზე: შეიძლება, არ არის დადგენილი იდენტობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არიან

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი სააგენტო for.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.

„შეიძლება, არ არის დადგენილი იდენტობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არიან იმიტომ, რომ ამათი არსი, ამათი სული, ამათი შიგთავსი, ამათი განწყობა, პათოსი, ყველაფერი არის ზუსტად ასახული იმ მოკლე საუბრებში, რაც მოვისმინეთ. სპორტსმენების მიმართ დამოკიდებულება, ამათ სპორტი არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ, რომ ყველა დაუქვემდებარონ თავიანთ ბოროტ ზრახვებს. სიბნელეა და უნდათ, რომ ამ სიბნელეში შემოათრიონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სააგენტო for.ge-მ ოპოზიციონერი ლიდერების ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები