ირაკლი ქადაგიშვილი: სუს-ის განცხადება ემყარება კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც, პირველ ყოვლისა, არის იმ ანალიზის საფუძველზე, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, განცხადება ემყარება ფაქტებს, რომლებიც, პირველ ყოვლისა, არის იმ ანალიზის საფუძველზე, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს, როდესაც პირდაპირი შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტის შენობაზე.

„გამოყენებული იქნა სხვადასხვა იარაღი, როგორც ბლაგვი საგნები, ასევე შუშა, მტვრევადი საგნები. ეს არის უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანა, რომ პრევენცია იყოს გაკეთებული, საზოგადოება იქნეს გაფრთხილებული და ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავენ იცოდნენ, რომ მათი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, მათზე უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ყურადღების მიქცევა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები იქნება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის განცხადებაში ნათქვამია რომ აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები