ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი 20 ოქტომბერს განახლდება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი 20 ოქტომბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე როგორც დაცვამ, ასევე ბრალდებამ დასკვნითი სიტყვები წარადგინეს. პროცესს ერთი ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა. პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გაფლანგვას და ამომრჩევლების მოსყიდვას ედავება.