შალვა პაპუაშვილის – სუს-ის განცხადებაზე: ამ ყველაფრის უკან დგას „ნაცმოძრაობა“ მისი მფარველებითა და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.

„ისინი მიჰყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადია. ვხედავთ მათ მოწადინებას და ხანდახან წაცდენებს, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. სულ ახლახან ჭიაბერაშვილს ჰქონდა ასეთი წაცდენა, როდესაც მსხვერპლზე საუბრობდა. ფაქტია, მიდიან ყველანაირ დაძაბვაზე, შტურმსა და პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაზე, ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებით და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით. ის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ქვეყნის არევა და მისი მიზანია ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის ომში გადაგდება. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც ამ ძალებს ამოძრავებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები