ბერლინში, მეტალურგიულ ქარხანა Diehl Metal Applications-ში ძლიერი ხანძარია.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთლიანად შენობის ოთხი სართულია დამწვარი.
“შენობის ნაწილი ჩამონგრეულია. შენობის შიგნიდან ცეცხლის კონტროლზე აყვანა შეუძლებელია. იწვის ქიმიკატები. შენობაში ინახებოდა გოგირდის მჟავა და სპილენძის ციანიდი. ციანიდის წყალბადის წარმოქმნისა და ჰაერში კვამლთან ერთად აწევის რისკი არსებობს”,- განუცხადა მედიას სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ადრიან ვენცელმა.
მისი თქმით, ხანძრის ქრობაში 130 მეხანძრეა ჩართული.