პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში შშმპ-თა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს 13 საკითხი, მათ შორის რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირთა პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები, შშმ ქალთა პრობლემატიკა საქართველოში და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რეაბილიტაციის საკითხები. დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობას 10 წევრი დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები