მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კურორტზე, ახალი წლის ღამეს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შვეიცარიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას და ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა”,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.