ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები