დავით მაღრაძე: ვერ პატიობენ ამ ხელისუფლებას იმას, რომ არც მეორე ფრონტი გახსნა, არც ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა, ამ ქვეყანამ საკუთარ განადგურებაზე ხელი არ მოაწერა

მთელი აქცენტი გადატანილია, თითქოს საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ევროპას და რუსეთს შორის უდგას, ეს ჩააგონეს [ახალგაზრდებს] წლებია ამაზე მუშაობენ, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ უნდა რომ ხელისუფლების ცვლილების ბერკეტი ამომრჩევლის ხელში იყოს, რადგან იციან რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში.

„ხელისუფლებსაც უნდა მოეცალა და ახალგაზრდებთან უნდა ემუშავათ. ბევრის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ აქ არ დგას საკითხი ევროპასა და რუსეთს შორის, ეს არის მოგონილი თემა. აქ თემა არის იმაზე, სად იქნება ხელისუფლების ცვლილების ბერკეტი, არჩევნების გზით გადაწყდება, თუ დავუშვათ აშშ-ის ელჩის კაბინეტში იდება ეს ბერკეტი. რა თქმა უნდა ხელისუფლებას აწყობს, რომ ქართველ ხალხში დარჩეს ბერკეტი, რადგან ამომრჩეველი თავისი რეიტინგის და თავისი გაწეული სამუშაოს გამო ეიმედება. ოპოზიციას კი ურჩევნია რომ ბერკეტი ელჩის კაბინეტში ედოს, რადგან ზუსტად იციან რომ ვერასდროს მოვლენ ამ ქვეყანაში. ვერ პატიობენ ამ ხელისუფლებას იმას, რომ არც მეორე ფრონტი გახსნა, არც ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა, ამ ქვეყანამ საკუთარ განადგურებაზე ხელი არ მოეწერა“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები