„ლექსის თქმა მწადის ერთისა“ – ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილეთა კრებული გამოიცა

„ლექსის თქმა მწადის ერთისა” – ამ სახელწოდებით გამოიცა ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილეთა კრებული.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაცია სიმბოლურად 14 აპრილს – ქართული ენის დღეს გაიმართა, რადგან ზუსტად 45 წლის წინ, 1979 წლის 14 აპრილს, ვახუშტი კოტეტიშვილის ინიციატივით ჩატარდა ხალხური პოეზიის პირველი საღამო.
ახალი გამოცემის პრეზენტაცია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა. მასში ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრებნი, ავტორ-მთქმელები, ასევე ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის (2021-2022) ფინალისტები მონაწილეობდნენ, რომელთა შემოქმედებას ასევე აერთიანებს ახალი გამოცემა.
წიგნის შემდგენელ-რედაქტორები არიან: ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე და ფოლკორისტი, პროფესორი ამირან არაბული.
პროექტის მხარდამჭერია – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები