ლევან მაჭავარიანი – ოპიზიციაზე: ყველა ეს ძალა და აქტორი ერთი და იგივე ვექტორით იმართება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან. ასეთი ხმაურის დროს, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყურადღება გადავა ზუსტად ამ ქაოსზე და „ლელოს“ და გახარიას პარტიას გამიჯნავენ „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“. აბსოლუტურად ყველა ეს ძალა და აქტორი ერთი და იგივე ვექტორით იმართება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება – მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები