აშშ-მა ირანული ნავთობის გაყიდვა კვლავ აკრძალა

BBC-ის ცნობით, აშშ-მა ირანისთვის ნავთობის გაყიდვის დროებითი ნებართვა გააუქმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ, ირანის ნავთობზე სანქციების დროებით გაუქმებას წყვეტს.

სამშაბათს საუდის არაბეთმა და კატარმა განაცხადეს, რომ ირანმა მათ ტანკერებს ცეცხლი გაუხსნა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დარტყმები „სრულიად მიუღებლად“ შეაფასა.

სანქციების დროებითი გაუქმება, რაც ირანს საშუალებას მისცემს, აწარმოოს, გაყიდოს და მიაწოდოს ნავთობი მომხმარებლებს, აშშ-სა და ირანს შორის ივნისში ხელმოწერილი სამშვიდობო მემორანდუმის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები