აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდა მიმდინარეობს
“მიმდინარეობს უცხოური ენების (რუსული, გერმანული და ფრანგული ენები) გამოცდა აბიტურიენტებისათვის, ხოლო გეოგრაფიის გამოცდა – მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
ცენტრის ცნობით, უცხოური ენების გამოცდაზე გამოცხადდა 88%-ზე მეტი აბიტურიენტი.
“გეოგრაფიის გამოცდაზე გამოცხადდა 84%-ზე მეტი გამოსაცდელი.
დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.