„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ლიბერთი, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთ პარტნიორულ შეთავაზებას აანონსებს. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლები „ევექსი ლაბის“ ლაბორატორიულ კვლევებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია — მომხმარებელმა მომსახურების საფასური ლიბერთის ტერმინალზე, ლიბერთის სოციალური ბარათით უნდა განახორციელოს.
ახალი შეთავაზება „ევექსის“ მიერ წარმოდგენილ თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს – „ევექსი ლაბს“ უკავშირდება, რომელიც ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ბრენდის კონცეფცია – „უფრო ახლოს“ – ეფუძნება იდეას, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანებისთვის იყოს უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული.
“ევექსი ლაბის” პირველი ხუთი ლაბორატორია უკვე ფუნქციონირებს თბილისის სხვადასხვა უბანში, ხოლო წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 15 ფილიალის გახსნას გეგმავს. განვითარების შემდეგ ეტაპზე კი „ევექსი ლაბის“ ქსელი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
ლიბერთი პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.