ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

9 ივლისიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლეილა შელიას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
„ივლისი” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის შემოქმედების უახლეს პერიოდს წარმოაჩენს და მოიცავს ორწლიანი ძიების ერთგვარ ვიზუალურ შეჯამებას.
სელექციაში შესული გრაფიკულ-ფერწერული ნამუშევრები შესრულებულია 2024-2026 წლებში. ეს არის ხელოვანის ერთგვარი აბსტრაქტული რეფლექსია პიროვნულ გამოცდილებასა და საზოგადოებრივ მოვლენებზე“, – წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა  9 ივლისს, 18:00 საათზე გაიხსნება და 23 ივლისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები