ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უნდოდათ საქართველოსთვის ნეგატივი უკან დაუბრუნდათ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„ეს არის ამ პარტიის საბოლოო კრახის მაჩვენებელი. ყველაფერი გამოწვეულია მათი იმ დესტრუქციული პოლიტიკით, რაც ატარეს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ ოპოზიციაში გადასვლისას. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს – ის მოიმკეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება – მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები