ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმები გამართლებულად შეაფასა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები გამართლებული იყო.

„მე მჯერა, რომ ეს აუცილებელი იყო. რადგან როდესაც არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ირანი არსებითად არღვევს მას – ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა გუშინ გემებზე თავდასხმების დროს – აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის მტკიცე რეაგირება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ანკარაში, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.

8 ივლისის ღამეს, აშშ-ის ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დარტყმები შეაფასა, როგორც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხო ქმედება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მისმა საზღვაო და საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ერთობლივი ოპერაცია განახორციელეს სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე 85 სამიზნეზე იერიშის მისატანად.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ დარტყმების სამიზნე, სხვა ობიექტებთან ერთად, ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის ბაზა და ქუვეითში ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები