„განა ძნელი მისახვედრია, რომ კედელზე სანთელი არ უნდა მიამაგრო“? – გოგა ჩანადირი ხანცთის და ოთხთას მნახველებს მიმართავს

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების: ხანცთისა და ოთხთას მძიმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოებს.
„ხანცთა და ოთხთა უმძიმეს მდგომარეობაშია.
ამას ვუმატებთ ზედ კედლებზე სანთლების მიწებებას, რომელიც კიდევ უფრო აზიანებს ტაძრებს.
რა მიხვედრა ამას უნდა, რომ კედელზე სანთელი არ მიამაგრო?
ცეცხლი ქვას ახურებს და შლის, რაც ნგრევას დააჩქარებს. ასევე წვა მურავს.
ასე ძნელია ამის გააზრება?
ძირს ქვები ყრია და იმას მაინც მივამაგროთ სანთლები“, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები