ბაჩო ახალაიას 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

საქმე ეხება ხელისუფლების დამხობის შესახებ მის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, ბაჩო ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები