ყირიმში ზოოპარკში ხანძარს 200-ზე მეტი ცხოველი შეეწირა

ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიაში გვიან ღამით, ზოოპარკ “ტროპიკ პარკ”-ში ხანძარს 200-ზე მეტი ცხოველი შეეწირა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ.

ყირიმის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამავე დროს, რუსული მედია წერს, რომ მაშველებმა ორი დათვის გადარჩენა შეძლეს, ასევე, ერთი თანამშრომლის გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარის წინასწარ ვერსიად მოკლე ჩართვა სახელდება.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ზოოპარკი 5-სართულიან შენობაში იყო განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები