„აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“ – ეროვნულ არქივში ჩეხური ფილმების ჩვენება გაიმართება

 25-28 აპრილს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ჩეხეთის კინოარქივის თანამშრომლობით, გაიმართება ჩეხური ფილმების ჩვენება – „აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფილმები, რომელსაც ქართველი მაყურებელი 4 დღის განმავლობაში იხილავს, გადაღებულია 1929-1977 წლებში.
კინოჩვენებების პარტნიორია ჩეხეთის ცენტრი თბილისში (https://tbilisi.czechcentres.cz/ka).
ჩვენების პროგრამა:
25 აპრილი
19:00 – „სიყვარულის ცოდვები“ (“Hríchy lásky”) (1929; 78 წთ.)
26 აპრილი
19:00 – „ექსტაზი“ (“Extáze”) (1932; 90 წთ.)
27 აპრილი
14:00 – ანიმაციების პროგრამა (53 წთ.)
16:00 – „ახალბედა ჯალათის საქმე“ (“Případ pro začínajícího kata”) (1969; 102 წთ.)
18:00 – „გვირილები“ (“Sedmokrásky”) (1966; 77 წთ.)
28 აპრილი
16:00 – „ადელს ჯერ არ უვახშმია“ (“Adéla ještě nevečeřela”) (1978; 103 წთ.)
18:00 – „კატა კასანდრა“ (Až přijde kocour) (1963; 100 წთ.)

მის.: ეროვნული არქივის კინოთეატრი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1/პეკინის გამზ. №40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები