კრემლი “ოლიმპიური ზავის” შესახებ მაკრონის იდეას გამოეხმაურა

ოლიმპიური თამაშების პერიოდში „ოლიმპიურ ზავზე“ საფრანგეთს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვა არაერთხელ დაუსვეს. პრეზიდენტმაც და ჩვენმა სამხედროებმაც გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ, როგორც წესი, კიევის რეჟიმი მსგავს იდეებს და ინიციატივებს გადაჯგუფების და გადაიარაღების მცდელობისთვის იყენებს. ეს კი, მსგავსი ინიციატივის განხილვის პროცესს ართულებს. ამასთან, ამ დრომდე ოფიციალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა”, – თქვა პესკოვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, რომ ოლიმპიური თამაშების პერიოდში, რომელიც წელს პარიზში გაიმართება, მსოფლიოში “ოლიმპიური ზავი” გამოცხადდეს. საფრანგეთის ლიდერი ისრაელ -“ჰამასის” კონფლიქტს, რუსეთ-უკრაინის ომს და სუდანის ომს გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები