„დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის 12 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
1. „მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეგიონული გასტროლი 2024“ – განმახორციელებელი სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. დაფინანსდა თეატრის გასტროლი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში სპექტაკლებით – „სამი გოჭი“, „სევილიელი დალაქი“ და „მაჭანკალი“;
2. „პინოქიო“ – განმახორციელებელი სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა გასტროლი ჭუბერში, ბეჩოში, მესტიასა და უშგულში სპექტაკლით „პინოქიო“;
3. „voyage თითებით“ – განმახორციელებელი „შპს ბესო კ და კომპანია “. პროექტი გულისხმობს გასტროლს მცხეთაში, რუსთავში, დმანისში, ბოლნისში, თეთრი წყაროსა და გორში სპექტაკლით „ქართული ფანტაზიები“. წარმოდგენები გაიმართება ღია ცის ქვეშ, მოძრავი თეატრის – „თეატრომობილეს“ – მეშვეობით;
4. „სპექტაკლ „ფიროსმანის“ გასტროლები საქართველოს რეგიონებში“ – განმახორციელებელი ააიპ „მოხეტიალე მთვარის თეატრი“. დაფინანსდა გასტროლი საგარეჯოში, ბორჯომსა და ახალციხეში;
5. „ცხინვალის თეატრი დევნილი ბავშვებისთვის“ – განმახორციელებელი სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დაფინანსდა დასის გასტროლი მეღვრეკისში, არბოში, ფლავისმანში, დვანში, ძევერაში, კოდასა და წეროვანში სპექტაკლით „ოქროს წიწილა“.
6. „სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი რეგიონებში“ – განმახორციელებელი სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. დაფინანსდა თეატრის გასტროლი ქუთაისში (ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში) და ოზურგეთში (ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში) სპექტაკლებით „უხერხემლო“ და მონოსპექტაკლით – „ყველაფერი ნამდვილად იყო“ (ბესიკ ხარანაულის მიხედვით).
7. „რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში სპექტაკლებით – „მარია კალასი“ „იცხოვრე ვიდრე ცოცხალი ხარ“ და „ძუნწი“. განმახორციელებელი სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი. თეატრი გასტროლს გამართავს ბოლნისში, მარნეულში, ბათუმში, მესტიაში, სენაკსა და გორში.
8. „ააიპ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური პროფესიული თეატრის გასტროლი რეგიონებში“ – განმახორციელებელი ააიპ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრი. დაფინანსდა გასტროლი იყალთოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში სპექტაკლით „პარტახი“.
9. „მარჯანიშვილის თეატრის რეგიონული ტური დასავლეთ საქართველოში“- განმახორციელებელი სსიპ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრი გასტროლს გამართავს ქუთაისში, სენაკსა და მესტიაში ახალი სპექტაკლით „უცნაური მისის სევიჯი“.
10. „თეატრი ათონელზე დასავლეთ საქართველოში“ – განმახორციელებელი ააიპ თეატრი ათონელზე. დაფინანსდა გასტროლი ქუთაისში (ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში), ბათუმში (ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში) სპექტაკლებით „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ და „მზის ხაზი“.
11. „საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე რეგიონებში“ – განმახორციელებელი სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. დაფინანსდა გასტროლი ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში სპექტაკლით „წითელქუდა“.
12. „ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლების – „მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო„ და „არ იტირო როცა მოვკვდები“ – მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოში“ – განმახორციელებელი სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დაფინანსდა გასტროლი მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისსა და ლაგოდეხში.
„წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი და სამინისტროს მომართა 15-მა განმცხადებელმა.
კონკურსის მიზანი იყო რეგიონების მოსახლეობისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და თეატრისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.
ინფორმაციისთვის: 2023-2022 წლებშიც კონკურსის ბიუჯეტი გახლდათ 250 000 ლარი. 2023 წელს სამინისტროს მომართა 25-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 17 პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 66 სცენაზე გაიმართა 71 წარმოდგენა. 2022 წელს კონკურსის შედეგად დაფინანსდა 11 პროექტი და საქართველოს სოფლებსა და დაბებში გაიმართა 63 თეატრალური წარმოდგენა. ხოლო 2021 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს. კონკურსის შედეგად განხორციელდა რვა პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 44 თეატრალური წარმოდგენა გაიმართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.