ზურაბ ჩხაიძე – დღეს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არის კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი, განათლება ჩვენი ქვეყნის მომავალია
განათლება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არის კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი.
„ჩვენს სფეროში იცით, რომ მეღვინეობამ რაღაც განვითარებას მიაღწია. ცხადია, მოთხოვნა უფრო იზრდება კადრების კვალიფიკაციაზე. ზოგიერთი სფეროს განვითარებაზე ჩვენ უარი ვთქვით, რადგან კადრების საკმარისი დონე არ იყო. განათლება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
