გურამ ნიკოლაშვილი: „ გუნდი, რომელიც უკვე გამოცდილია და მრავალ პრობლემას არის შეჭიდებული, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმიანობა მომავალში უფრო წარმატებით განაგრძოს“

„როგორი იქნება 21-ე საუკუნის თბილისი სწორედ თქვენმა საქმიანობამ უნდა განსაზღვროს“ – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე. გურამ ნიკოლაშვილმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც კახა კალაძის ხელმძღვანელობით დედაქალაქში განხორციელდა და განაცხადა, რომ გუნდი, რომელიც უკვე გამოცდილია და მრავალ პრობლემას არის შეჭიდებული, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმიანობა მომავალში უფრო წარმატებით განაგრძოს. გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, ის პროექტები, რომლებიც მერიამ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს, საბოლოო ჯამში მოგვცემს მთლიანი ტრანსფორმაციის სურათს.

„პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, კონკრეტული პროექტების განხორციელება და ინტენსიური მუშაობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობას“- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„ „ქართული ოცნება“ არაფერს კრძალავს. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი პარტიები ღიად არიან ჩართულნი რადიკალიზმსა და ქვეყნის საბოტირებაში. კითხვებზე პასუხების გაცემა კი საკონსტიტუციო სასამართლოში მოგიწევთ. ეს არის სწორედ ის წყალგამყოფი, რაც ყოფს დესტრუქციულ პარტიებს, იმ პარტიებისგან, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას კონსტიტუციურ ჩარჩოში აგრძელებენ“- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები