XVII საუკუნის ნიდერლანდელი დიდოსტატის, პიტერ ვან ლარის ტილო „მოგზაურები“ სამშობლოში დაბრუნდა – გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სამშობლოში დაბრუნებულ უნიკალურ ფერწერულ ტილოზე – „მოგზაურებზე“ წერს, რომელიც XVII საუკუნის ნიდერლანდ დიდოსტატს, პიტერ ვან ლარის (1599-1642) ეკუთვნის…
„ხელოვნების სასახლის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ვფიქრობ, ძალიან ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა! საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნდა უნიკალური ფერწერული ტილო, რომელიც 1921 წლის ოკუპაციის დროს საქართველოდან გაიტანეს და უცხოეთში გაყიდეს… ეს არის XVII საუკუნის ნიდერლანდელი დიდოსტატის, პიტერ ვან ლარის (1599-1642) ტილო :- „მოგზაურები“…. ნამდვილი სიცოცხლე დუღს ამ სამასწლოვან ნამუშევარში… წარმოუდგენელი პლასტიკა, ფერთა გამა… ნახატში თბილი სხივები ანათებს მოგზაურებსა და მათ ცხენებს, ხოლო ფონზე გადაშლილი პეიზაჟი, ცის სიმშვიდითა და არქიტექტურის მკაცრი ხაზებით, სურათს სიმყუდროვესა და დიდებულებას ანიჭებს. ამიტომაც თითოეული ფიგურა თითქოს დროის სუნთქვას ატარებს — უბრალო, მაგრამ შთამბეჭდავი ყოველდღიურობის პოეზიითაა სავსე მთელი სცენა…
ვან ლარის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს უდიდეს და უცნობილეს მუზეუმებში, მათ შორის: ამსტერდამის რეიქსმუზეუმში, ფრანკფურტის Städel-ში, ნიუ-იორკის ლეიდენის კოლექციაში, ოქსფორდის უნივერსიტეტში…ვულოცავ საქართველოს ამ შედევრის სამშობლოში დაბრუნებას.. ეს ერთი და სხვა მრავალი“, – წერს გიორგი კალანდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები