მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან ძვირფასია გერმანიის სახელმწიფოსთან ურთიერთობები და ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას.
„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია გერმანიასთან, გერმანიის სახელმწიფოსთან ურთიერთობები და ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას. ბევრი კითხვა არსებობს – არა მარტო ქართულ, ასევე გერმანულ საზოგადოებაშიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კითხვებზე პასუხები რეალურად გაუცემელი რჩება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
