72 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მუქარასა და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
შეგახსენებთ, 72 წლის კაცი სამეგრელოში 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.