ირაკლი კირცხალია – ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, უმრავლესობის სახელით, მინდა ვთქვა, რომ ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება

ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღიდან პრიორიტეტად დასახა კორუფციასთან ბრძოლა.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავისი არჩევის დღეს წარადგინა პროგრამა, დასახა პრიორიტეტები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი იყო კორუფციასთან ბრძოლა. საზოგადოებისთვის ახალი არ არის ჩვენი ამბიცია, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სამეულში იყოს კორუფციის ნაკლებობით. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა კორუფცია, ასე, რომ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის ეს ინიციატივაც, რომელიც ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, ექნება სრული მხარდაჭერა. ეს ინიციატივა მოიცავს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს. უმრავლესობის სახელით, მინდა ვთქვა, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საკანონმდებლო ორგანოდან ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება მიმართული იმ გაცხადებული მიზნისკენ, იმ პრიორიტეტისკენ, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრს და ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები