ზურაბ ჩიკვილაძე: მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება

„განსაკუთრებული დღეა, ჩვენ ხმას ვაძლევთ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას, ვამტკიცებთ კახა კალაძის გუნდს, რაც იმ დიდი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების გაგრძელებას გულისხმობს, რომლებიც კახა კალაძისა და მისი თანაგუნდელების მიერ იყო შემუშავებული და ინიციირებული“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.

„ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მონაწილე და მოწმე იქნება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სრულიად ახალი პროექტებისა. სწორედ აქ მინდა ჩვენს მოსახლეობას უდიდესი და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არჩევნებში მხარდაჭერისთვის. ჩვენმა მოსახლეობამ წყალგამყოფი გაავლო მოდერნიზებულ ქალაქსა და ქაოსს შორის, მშენებლობასა და ნგრევას შორის, ამიტომაც არჩევნების შედეგები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ნდობის მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მშვიდობას“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსტრუქციულ თანამშრომლობას კოლეგებთან მხოლოდ, ერთი დათქმით:

„უნდა დაიცვან კორექტულობა და ქალაქის საქმეებზე ორიენტირებულობა. უნდა გვახსოვდეს, რომ დედაქალაქი ყველასთვის ერთია და ჩვენ სწორედ მას ვემსახურებით. VII მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია 21 წევრით იყო წარმოდგენილი. დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი ხუთია. აქ კომენტარი ზედმეტია. გახსოვთ სრულიად გაუგონარი ბოიკოტის რეჟიმი. ერთი წლის განმავლობაში აქ არავინ მოსულა სხდომაზე, თუმცა ხელფასს ისინი ძალიან დიდი სიამოვნებით იღებდნენ. წინა მოწვევის საკრებულოში ჩვენმა მოსახლეობამ მისცა საშუალება გიორგი გახარიას აქ სამი წევრი ჰყოლოდა, დღეს მათი შედეგი ნულია. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეებს ხმას თბილისში არ აძლევენ და მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები