„ქართული ენის ხათრით“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიტა ჩხენკელის წერილების კრებულის წარდგენა გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის, კიტა ჩხენკელის წერილების კრებულის – „ქართული ენის ხათრით“ – პრეზენტაციაში.
 „წიგნში თავმოყრილი წერილები გვიყვება იმდროინდელი საქართველოს, ემიგრაციისა და კულტურული დიალოგის შესახებ. ეს გამოცემა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ კიტა ჩხენკელის მოღვაწეობა და მისი წვლილი ქართველოლოგიის განვითარებაში“, – აღნიშნა თსუ რექტორმა.

კრებული მოამზადა თსუ ბიბლიოთეკამ, 2018 წელს უნივერსიტეტს გადაცემული ჩხენკელების პირადი არქივის საფუძველზე. არქივში დაცულია როგორც აკაკი ჩხენკელის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე მისი ძმის – კიტა ჩხენკელის – დოკუმენტური მემკვიდრეობა.
კიტა ჩხენკელი იმ ახალგაზრდებს შორის იყო, ვინც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ევროპაში განათლების მისაღებად გაემგზავრა. 1936 წელს ჰამბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო მოგვიანებით შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო და ლექსიკონი.
გამოცემა მომზადდა შპს „საქართველოს ფოსტის“ და ააიპ „გაერთიანებული საფოსტო კავშირის“ ფინანსური მხარდაჭერით. წიგნი ხელმისაწვდომია თსუ ბიბლიოთეკაში.