ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ წელს აშშ-ში შეშვებული ლტოლვილების რაოდენობას 7500-მდე შეამცირებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომავალ წელს აშშ მხოლოდ 7 500 ლტოლვილს მიიღებს, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვა ახსნილია „ეროვნული ინტერესისა და ჰუმანიტარული გათვლებით“. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიღება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არსებობს განსაკუთრებული ჰუმანიტარული საფუძველი ან უსაფრთხოების ინტერესები.
Reuters-ის ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულ პირთა გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის უმცირესობებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინაციაზე მიუთითებენ.
“ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად ცხადყოფს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ადამიანთა დაცვისკენ არ არის მიმართული”,- აცხადებს ლტოლვილთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.
ცნობისთვის, წინა ადმინისტრაციების პერიოდში ლტოლვილთა წლიური რაოდენობა ათეულობით ათასს აღწევდა.
