დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერა გაიმართება

7, 8, 9 ნოემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სასწავლო თეატრში მინის თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად. სპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი თეატრმცოდნის, ნოდარ გურაბანიძის 95 წლის იუბილეს.
რეჟისორი – რეზო შატაკიშვილი; ქორეოგრაფი – ლაშა მძინარაშვილი.
მონაწილეობენ:
● დარისპანი – სოსო მგალობლიშვილი (გორის გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი).
● მართა – ნათია გორდაძე
● პელაგია – მაკა ცუცქირიძე (ჭიათურის აკაკი წერეთლის თეატრის მსახიობი)
● ონისიმე – ელდარ ფუტკარაძე.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები:
● კაროჟნა – სალომე ხუროშვილი
● ნატალია – ნინი გიორგაძე
● ოსიკო – თორნიკე ბასიშვილი (გორის გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი).
„სპექტაკლი იმ ყველაფერზე რაც გვჭირს და რაც გვიჭირს. სპექტაკლი იმ პირქუშ სამყაროზეა, სადაც ადამიანი უსუსურია, სადაც არავის აინტერესებს ადამიანის ღირსება, სადაც მთავარი ქონებაა და არა ის, ვის აქვს ეს ქონება. სპექტაკლი იმ სამყაროზეა, სადაც ტრაბახი და ტყუილი ღირსების შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად ქცეულა“.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 19.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები