პოლტავის რეგიონში სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ პოლტავის რეგიონში გვიან ღამით ორსართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ დაწერა.

მისი ინფორმაციით, იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

მინისტრის თქმით, რეგიონში დარტყმის შედეგად ასევე ორი სამსართულიანი, ერთი ოთხსართულიანი კორპუსი და ათამდე მანქანა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები