რუბიო: ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანისთვის მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება და დიპლომატიური გზის არჩევა, რომელიც „აღმშენებლობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიგვიყვანს“.
„ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და პირობები მიიღოს“, – დასძენს ის.
„ალტერნატივაა მზარდი იზოლაცია, ეკონომიკური კოლაფსი და საბოლოოდ სრული დამარცხება“, – ამბობს რუბიო და იმედოვნებს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მათ ნამდვილად არ უნდა გამოსცადონ შეერთებული შტატების ნება“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.