რუბიო: აშშ არ ცნობს კანონს, რომელიც ზღუდავს ტრამპს ირანზე თავდასხმისგან

აშშ-ის საომარი უფლებამოსილებების შესახებ კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უცხოური კამპანიების ჩატარებას უკრძალავს, არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანზე განახლებული თავდასხმების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს იყო ყველა ადმინისტრაციის პოზიცია ამ კანონის მიღების შემდეგ: ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კანონს“, – განუცხადა რუბიომ თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ასე უპასუხა მან კითხვას, გასცდება თუ არა ირანზე თავდასხმების განახლება, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პრეზიდენტის უფლებამოსილების 60-დღიან პერიოდს.

რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია კანონს ნაწილობრივ აღასრულებს, თუმცა „მხოლოდ კონგრესთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები