კარინ ჟან-პიერი: ამერიკის კონგრესის უმოქმედობის გამო, უკრაინა ფრონტზე პოზიციებს კარგავს
ამერიკის კონგრესის უმოქმედობის გამო, უკრაინა ფრონტზე უკვე პოზიციებს კარგავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, თუ როგორ კარგავს უკრაინა პოზიციებს საბრძოლო ველზე და ეს კონგრესის უმოქმედობით არის გამოწვეული“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის დახმარების გაწევა უნდა გააგრძელოს, რადგან უკრაინელები თავიანთი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და პუტინის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.