ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰეზბოლას“ სპეცრაზმის მეთაური მოკლეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ ლიბანის რეგიონ ჰაჯირში, „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების მეთაური, ალი აჰმედ ჰასინი მოკლეს.

ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, Reuters-მა უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავიაიერიშის შედეგად სულთანიეს რაიონში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

IDF-ის ცნობით, ჰასინს, ლიბანში დაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანს, ბრიგადის მეთაურის წოდება ჰქონდა.

სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ჰასინი პასუხისმგებელი იყო ჩრდილოეთში ისრაელის მაცხოვრებლების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები