ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღი შეთანხმებულია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღი უკვე შეთანხმებულია.

„დღეს მე მივიღე დეტალური მოხსენება კაიროში მოლაპარაკებების შესახებ [მძევლების გათავისუფლების შესახებ], ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებას და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მიღწევას. ეს გამარჯვება მოითხოვს რაფაჰში შესვლას და იქ დარჩენილი ტერორისტული ბატალიონების ლიკვიდაციას. ეს მოხდება – თარიღი შეთანხმებულია“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები