კანადის პრემიერ-მინისტრი ატომური წყალქვეშა ნავების შეძენას არ გამორიცხავს

კანადა განიხილავს ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენის შესაძლებლობას, მათ შორის არქტიკის სანაპირო ზოლის დასაცავად, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც კითხვას, თუ რომელი ტიპის წყალქვეშა ნავი შეეფერება საუკეთესოდ კანადის ვალდებულებებს, რათა დაიცვას სანაპირო ზოლი არქტიკაში“, – აღნიშნა ტრიუდომ.

ამასთან, მისივე თქმით, კანადას ჰქონდა შესანიშნავი მოლაპარაკებები AUKUS-ის წევრებთან (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს აღნიშნულ საკითხზე კიდევ უფრო მჭიდროდ მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები