„ვიზეარი“ EURO 2024-ზე დასწრების მსურველთათვის ფრენებს ამატებს

Wizz Air EURO 2024-ზე დასწრების მსურველთათვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა.

„ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, „ვიზეარის“ ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები