იოავ გალანტი: ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზიდან მძევლების გათავისუფლება უზრუნველყოს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი მიიჩნევს, რომ ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზიდან მძევლების გათავისუფლება უზრუნველყოს.

როგორც მან ახლად გაწვეული ჯარისკაცების ჯგუფისადმი მიმართვისას განაცხადა, „ჰამასზე“ ზეწოლა და პოზიციების გამტკიცება ისრაელს შესაძლებლობას აძლევს, რომ მოქმედებებში უფრო მოქნილი და თავისუფალი იყოს.

„იქნება რთული გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვიქნებით გადავიხადოთ ფასი, რათა დავიბრუნოთ მძევლები და შემდეგ დავუბრუნდეთ ბრძოლას“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები