Reuters: დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევისთვის, რუსეთი ბენზინს ყაზახეთს  სთხოვს

რუსეთი ყაზახეთს მოუწოდებს, მზად იყოს – 100 ათასი ტონა ბენზინი მიაწოდოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელების შეტევების გამო საწვავის დეფიციტი შეექმნება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყაზახეთის ბენზინის მარაგის გამოყენების შესახებ შეთანხმება უკვე შედგა.

Reuters-მა საკითხზე კომენტარისთვის როგორც რუსეთის, ისე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროებს მიმართა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო.

ამავე დროს, რუსეთისთვის ბენზინის მიწოდებისთვის ბელარუსი არის მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები