„არ ვიცეკვებ“ – ოლაფ შოლცი Tik-Tok-ზე დარეგისტრირდა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „ტიკ-ტოკზე“ დარეგისტრირდა.
კანცლერი პირველ ვიდეოში პირობას დებს, რომ არ იცეკვებს.
როგორც გერმანიის მთავრობაში განმარტეს, ახალი არხი ხელისუფლებას დაეხმარება იმ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, რომლებიც პოლიტიკურ თემებს „ტიკ-ტოკზე“ განიხილავენ.
The Guardian- ი წერს, შოლცი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ჩინურ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდნენ.