ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში დღეს მზის სრული დაბნელება მოხდება
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილში დღეს მზის სრული დაბნელება მოხდება. მზე, მთვარე და დედამიწა კოსმოსში რამდენიმე წუთით სრულყოფილ ხაზზე განლაგდებიან.
საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.
მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავა და გაივლის მექსიკას, აშშ-ის 13 შტატს და კანადის ნაწილს. სრული დაბნელების ნაწილი UTC 16:38 საათზე დაიწყება და ჯამში 4 წუთსა და 48 წამს გაგრძელდება.
მზის სრული დაბნელებისას, ხილული ხდება მზის გვირგვინი, იგივე კორონა, რაც მეცნიერებს ჩვენი დედავარსკვლავის ამ რეგიონის უკეთესად შესწავლის საუკეთესო შანსს აძლევს.