“ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს” – გროსი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონის აფეთქებაზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 7 აპრილს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა.

გროსის არ დაუკონკრეტებია, კონფლიქტის რომელმა მხარემ მიიტანა იერიში, მაგრამ თქვა, რომ, სულ მცირე, 3 დარტყმა იყო.

IAEA-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაშავებული და მე-6 ენერგობლოკმა დაზიანება მიიღო. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მომხდარს რეაქტორის შეკავების სისტემის მთლიანობის დარღვევა არ გამოუწვევია.

„ეს არის ბირთვული საფრთხეების სერიოზული ესკალაცია, რომელსაც აწყდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და დაუყოვნებლივ, უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ეს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა.

რუსეთში აცხადებენ, რომ ელექტროსადგურს უკრაინული დრონები დაესხნენ, ხოლო  უკრაინის მთავარ  სადაზვერვო სამმართველოში განაცხადეს, რომ “ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არანაირ პროვოკაციებთან არ აქვს კავშირი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები