რეკორდული სიცხე საფრანგეთში – რას უკავშირდება ტემპერატურის უჩვეულო მატება

გასულ პარასკევს საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა ზოგან 31 გრადუს აღწევს, რაც წელიწადის ამ დროისთვის იშვიათი მოვლენაა.

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას საჰარადან მომავალი სითბური ტალღებით ხსნიან.

ამავე რეგიონის ქალაქ ბიარიცში, 4-დან 5 აპრილამდე, პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა – ტემპერატურა 20°C-ზე დაბლა არ დაცემულა. შედარებისთვის, 2023 წელს, ზაფხულის სეზონზე ქალაქისთვის პირველი „ტროპიკული ღამე“ 7-8 ივნისი იყო.

ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მთებში მოსალოდნელია 20°C-ზე მეტი ტემპერატურა, რასაც ექსპერტები აპრილის დასაწყისისთვის მართლაც განსაკუთრებულ მოვლენას უწოდებენ.

მეტეოროლოგებმა გაგვაფრთხილეს კვირის დასაწყისში, რომ საფრანგეთსა და ევროპის დიდ ნაწილს – უკრაინის საზღვრამდე – ამ შაბათ-კვირას საჰარადან მაღალი ტემპერატურა და მტვერი წამოვიდოდა, რამაც შესაძლოა ცას კვლავ სპეციფიკური ელფერი შესძინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები